ახალი ამბები

გორის მერიამ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ შესყდივის სავარაუდო ღირებულებად 1 105 231 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ  მომსსახურება უნდა უზრუნველყოს 2023 წლის 18 აპრილიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად.

აღსანიშნავია, რომ გორის მერიამ ორი კვირის წინ გამარტივებული წესით შეისყიდა ტრანსპორტირების მომსასხურება შპს-გან  “ბუქო 777”, რომელსაც წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადაუხდის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.