ახალი ამბები

საპიკნიკე ადგილები “კაკლების” მიმდებარედ – გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

გორი ჯვრის სალოცავის მიმდებარედ, ე.წ “კაკლები”-ს მიმდებარე ტეროტორიაზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

გორის მერიამ სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 130 315 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მაგიდა და სკამები, ფანჩატური, საცეცხლური და წყარო. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გასულ წელსაც გამოცხადდა, თუმცა პროექტი ვერ განხორცილდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.