ახალი ამბები

ხაშურის საბავშო ბაღებში იაპონელი მოხალისეები იმუშავებენ

ხაშურის საბავშვო ბაღებში იაპონელი მოხალისეები იმუშავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა გელაშვილის თქმით, მოხალისეები 2 წლის განმავლობაში ხაშურში იცხოვრებენ. 

“ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაინერგება მოხალისეობრივი პროექტი, შემდგომ იაპონელი მოხალისეები ჩამოვლენ ხაშურში და 2 წლის განმავლობაში იცხოვრებენ აქ, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. მოხდება მათი შერჩევა, გადამზადება და შემდგომ გამოგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტში და ჩვენ როგორც მასპინძელი ყველანაირად ხელს შეუწყობთ, რომ ამ პროგრამამ იფუნიქციონიროს და სარგებელი მოგვიტანოს”, – ამბობს ლელა გელაშვილი. 

გელაშვილის თქმით, იაპონელებმა თავად შეარჩიეს ხაშურის მუნიციპალიტეტი განათლების სამინისტროსა და იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით. 

“ვფიქრობ,რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ძირითადი მიმართულება რაც გვინდა, რომ მათგან გავიზიაროთ, ეს არის მეთოდური მიმართულებით განვითარება,ინკლუზიური განათლება, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გარკვეული ტიპის ახალი მეთოდების შემოტანა და ზოგადად, მათი პრაქტიკის გაზიარება”, –  ამბობს ლელა გელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი