ახალი ამბები

გორში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება

8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, გორში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული იწყება. ინფორმაციას, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში მოეწყობა თემატური ნახატების გამოფენა და ისტორიის მოყვარულთა კონკურსი.

“8 თებერვალს, 16 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ლექცია – სემინარი „დავით აღმაშენებლის ეპოქის მიმოხილვა. ისტორიის მოყვარულთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX – XII კლასის მოსწავლეებს, ხოლო ნახატების გამოფენა – კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების V -XII კლასის მოსწავლეებ. ნახატების წარდგენის ბოლო ვადაა 20 თებერვალია”, – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს განმარტებით, აღმაშენებლის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გორის N7 საჯარო სკოლაში 10 თებერვალს,15:00 საათზე გაიმართება კონკურსის შესარჩევი ტურის ტესტირება. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი კი, 16 თებერვალს, 12:00 საათზე ჩატარდება ისტორიის მოყვარულთა კონკურსის ფინალური ტურის ტესტირება.

“კონკურსებში გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებით და საჩუქრებით”, – ამბობენ სააგენტოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – +995 599 11 69 29

დატოვეთ კომენტარი