ახალი ამბები

500 000 ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – გორის მერიის შესყიდვა 

გორის მერიამ მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის 543 087 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “ბუქო 777”, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლებიის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მიმართულების მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.  ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა.
  • ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
  • მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით – „ბავშვების გადაყვანა“.
  • სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არ არსებობის გამო.
  • მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუადრეს 40 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან – არაუგვიანეს 40 წუთისა. 
დატოვეთ კომენტარი