ახალი ამბები

დოესში ხანძარს 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა 

ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა კასპის მუნიციპალიტეტში.

სოფელ დოესში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლის გაჩენისას შინ იმყოფებოდა.

ხანძრის გამოწვევის მიზეზი უცნობია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.