ახალი ამბები

“ხან მშობელია გაშოტილი, ხან მოსწავლე და ხან მასწავლებელი” – რა ხდება თარხნიშვილის ქუჩაზე 

პედაგოგი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, ირმა ამბარდნიშვილი გორში, კომბინატის დასახელებაში, თარხნიშვილის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. 

ამბარდნიშვილის თქმით, მე -10 სკოლის მიმდებარედ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, გუბე დგას, რომელიც დილის საათებში გაყინულია და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცვლელია. 

“ახლა კი არა წლებია უკვე, დავტოპაობთ ამ კანალიზაციაში მასწავლებლებიან – მოსწავლეებიანად! დასახლების ერთი ნაწილი მეათე სკოლაში მოდის, მეორე ნაწილი მეშვიდე საჯარო სკოლაში! კონსტიტუციით კი გვაქვს გარანტირებული ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა ასევე უსაფრთხოება მაგრამ ვინ დაგიდევს? ხან მშობელია გაშოტილი ამ ყინულზე, ხან მოსწავლე და ხან მასწავლებელი. არ ვიცი როდემდე უნდა ვიაროთ ასკინკილა ამ წუმპეში ჩაგდებულ ქვებსა და აგურზე”, – წერს ამბარდნიშვილი. 

ამბარდნიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს საკითხებზე არასათანადოდ რეაგირებს. 

“კომბინატის დასახლებას საკრებულოშიც ჰყავს წარმომადგენელი და მერიის წარმომადგენელიც აქვეა ! ვერ ვიგებ ამ ხალხს სძინავს? გააკეთეთ ეს ოხერი საკანალიზაციო ჭები, ხომ ხედავთ ბინაზე თითო ჭა აღარ არის გამტარუნარიანი, სასწრაფოდ ასფალტი რომ დააგეთ ტენდერიდან ფული ჩაგეჯიბათ, ამ დასახლებას ეს დიდი პრობლემა აქვს ,როდის უნდა მოაგვაროთ? თუ სკოლა გავიფიცოთ და გზა გადავკეტოთ? მაინტერესებს ამაზე პასუხისმგებელი პირის რეაგირება!”,- წერს ირმა ამბარდნიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი