ახალი ამბები

ოსიაურში მწყემსმა ტბაში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, მწყემსმა გაყინულ ტბაში ჩავარდნილი ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა.

როგორც ფერმის პატრონი ამბობს, სოსო გასიშვილი ოსიაურის ფერმაში მწემსად მუშაობს. 

“ფერმასთან ახლოს არის ტბა, რომელიც ყინვების შემდეგ გაიყინა. ჩვენი ფერმის ძაღლი იხვებს გაეკიდა რა დროსაც ყინული ჩატყდა, ძაღლი ტბაში ჩავარდა, ამ დროს სოსო ტბაში შევიდა ძაღლის გადასარჩენად. წვალებით, მაგრამ მაინც შეძლო და წყლიდან ამოიყვანა. მეორე დღეს კი ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა იმშობიარა და 10 ლეკვი გააჩინა .მინდოდა ამის შესახებ ყველას გაეგო, ადამიანმა სიცოცხლე საფთხეში ჩაიგდო ძაღლი რომ გადაერჩინა”, – ამბობს ფერმის მეპატრონე, ლევან გამრეკელი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი