ახალი ამბები

სამჯერ გავწმინდეთ, ისევ იტბორებოდა – თავზარაშვილი თარხნიშვილის ქუჩის პრობლემაზე

“სამჯერ გავაწმენდინეთ, გაიწმინდება და ისევ იტბორება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეტალურად გაგვეგო სად იყო პრობლემა”, – უთხრა “მოზაიკას” წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

საუბარია გორში, თარხნიშვილის ქუჩის  გაუმართავ საკანალიზაციო სისტემაზე, რის გამოც ქუჩა დატბორილი იყო და გადააგილება საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითებს, ისე ავტომობილებს. 

გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაზიანებულ საკანალიზაციო მილს აკეთებენ 

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაები ახლაც მიმდინარეობს. 

“კომპანიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენელი გავიდნენ, ახადეს ყველა საკანალიზაციო ჭის თავსახური, ნახეს სად იყო გაჭედილი. ნახეს რომ ერთ-ერთი მილი არ ატარებდა წყალს და იჟონებოდა ტერიტორიაზე. გამოიძახეს სპეციალური მანქანა თბილისიდან და დაიწყეს მუშაობა, დღესაც მაგაზე მუშაოებენ. რომ ამოვთხარეთ, ძველი გაყვანილობა დახვდა, წყალი რომ იჟღინთებოდა, ეს მილები იყო სავსე. ერთი დღე დასჭირდა, იმას რომ ეს მილები დაცლილიყო. ჩვენ სამსახურს რაც ევალებოდა გააკეთა, დანარჩენი მერიაზეა დამოკიდებული, რადგან თვითონ მოსახლეობას აქვს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რომელიც მერიამ უნდა მოუგვაროს თანადაფინანსების პროგრამით”, – განმარტა თავზარაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, თარხნიშვილის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პედაგოგმა, ირმა ამბარდნიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული მონაკვეთი სკოლის მიმდებარედაა და დილის საათებში გზა მოყინულია, რის გამოც გააადგილება საფრხის შემცველი იყო. 

“ხან მშობელია გაშოტილი, ხან მოსწავლე და ხან მასწავლებელი” – რა ხდება თარხნიშვილის ქუჩაზე 

დატოვეთ კომენტარი