ახალი ამბები

ახალბაღიდან ძველ ხიდამდე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა დაიწყო 

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  გამაგრებითი სამუშაოები მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე ხორციელდება. კედლის სიგრძე 214 მეტრი იქნება.

“პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მერიაში ამბობენ, რომ ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობა იგეგმება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.