ახალი ამბები

ყინწვისში ხარებოვების ათ-სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

ქარელის მუნიციპალოტეტის სოფელ ყინწვისში ხანძრის დროს დაზარალებულ ხარებოვების ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.

როგორც ქარელის საკრებულოს წევრმა მარიამ ქელეხსაშვილმა საკრებულოს სხომაზე განმარტა, 4 000 ათასი ლარი, რომელიც მათ დასახმარებლად მერიამ გამოყო, ოჯახს ცხოვრების თავიდან დასაწყებად არ ეყოფა. 

“საკმარისი არ არის. მეტიც მაგ თანხით, სახლს სახურავსაც კი ვერ გამოუცვლიან. ოჯახი რამდენიმე თვეა, სხვის სახლში ცხოვრობს და ყოველ წუთს ემუქრება იმის საფთხე, რომ სახლის პატრონმა სახლი დაატოვებინოს და ბავშვებით ეს ოჯახი გარეთ დარჩეს”, – აღნიშნა ქელეხსაშვილმა. 

მისივე თქმით, მინიმალური, რისი გაკეთებაც აუცილებელია, ოჯახისთვის კოტეჯის გადაცემაა. 

“იქნებ როგორმე მოხერხდეს და ამ ოჯახს სხვა ფორმითაც მივეხმაროთ, კოტეჯი აუშენოთ ან კონტეინერი შეუძინოთ, რაც დიდ თახებთან არ არის დაკავშირებული. მე ვიცი რა მდგომარეობაში ცხოვრობს ეს ოჯახი. საცხოვრებლად არასათანადო პირობებია, სიცივეა, ბავშვები ყოველ დღე ავად არიან”. 

ქელექსაშვილის პასუხად, საკრებულოს თავჯდომარემ კვლავ ის დადგენილება ახსენა, რომლის მიხედვითაც სტიქიის შედეგად დაზარებულებზე გათვალისწინებული დახმარების ზედა ზღვარი 4 000 ლარია.

“სამწუხაროდ ჩვენ 4000 ლარის მეტის მიცემის უფლება არ გვაქვს, ეს არის ზედა ზღვარი. ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ქარელის მერიც საქმის კურსშია, გუბერნიაზეც გვაქვს წერილი გაგზავნილი, სამინისტრომდეა მიტანილი ეს ამბავი”,  თქვა ჯუმბერ შუბითიძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი