ახალი ამბები

“ჯერ სულ არ არის და თუ მოდის, დაბინძურებული” – სასმელი წყლის პრობლემა კასპში  

კასპში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ და ხშირად ისიცი დაბინძურებულია. 24 საათიანი წყალმომარაგება კი მხოლოდ არჩევნების პერიოდში ჰქონდათ. 

“ერთხელ მოვა დღეში თუ ორჯელ არვიცი მაგრამ როცა წყალს უშვებენ მის ხარისხზეც უნდა იფიქრონ ჯერ ამღვრეული შემდეგ სიყვითლე გაჰკრავს ერთი კვირაა წყალი დასალევად არ გამოგვიყენებია არც არავინ გვაფრთხილებს საზიანოა თუ სასარგებლო ხალხზე არავინ ფიქრობს ასე არ შეიძლება”, –  ამბობს ლელა ჩახმახაშვილი. 

“ვინმე გვეტყვის რა ხდება წყალთან დაკავშირებით? მარტო არჩევნების წინ რომ აგონდებათ 24 სთ წყალმომარაგება, დაიწყო ახალი წელი და გადაგვიყვანეს დღეში 3 საათიან წყალმომარაგებაზე. ყოველ მესამე ან მეორე დღეს წყალი საღამოს არ გვაქვს. რით ვეღარ მორჩნენ სარემონტო სამუშაოებს. არ დაგვღალეს ამ უპასუხისმგებლო სამუშაოებით”, – ამბობს ელზა ილურიძე. 

მოსახლეობის პრეტენზიების საპასუხოდ “მოზაიკა” კასპის მერიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზააცის ხელმძღვანელი, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც სათავე ნაგეგებობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. 

” დღეს, ალბათ უკვე უნდა მორჩნენ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია აკეთებს ამას. როდესაც წყლის ამღვრევა ხდება, კეტავენ ხოლმე. დღესაც 18:00 საათზე შეწყდება წყლის მიწოდება, დილის 08:00 საათამდე. როდესაც დასრულდება სამუშაოები, მოსახლეობას ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს”, – გვითხრა თავზარაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი