ახალი ამბები

გორში, კომბინატის დასახლებაში გზაზე მანქანა მოცურდა და ბავშვს დაეჯახა 

გორში, კომბინატის დასახლებაში მოყინულ გზაზე მანქანა მოცურდა და ბავშვს დაეჯახა, – ინფორმაციას პედაგოგი ირმა ამბარდნიშვილი ავრცელებს. 

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, რომელზეც ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერდა. თარხნიშვილის ქუჩაზე გაუმართავი საკანალაზიციო სისტემის გამო, გუბე დგას, ბავშვებს კი სკოლამდე მისასვლელად, მოყინული გზის გავლა უწევთ.  

“მოცურდა ყინულზე მანქანა და დაეჯახა ბავშვს. იქვე იყო მშობელი და წაიყვანა ბავშვი. საშინელი სიტუაციაა მდინარედ მოდის მთელ გზაზე კანალიზაცია. ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან გარეუბანია”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი