ახალი ამბები

ხაშურის რეგიონული ორგაზიაცია მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს – ეკა პაპუაშვილი 

ხაშურის ენმ- ს რაიონული ორგანიზაცია და პარტიული აქტივი ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.

როგორც ენმ – ს წარმომადგენელი ხაშურის საკრებულოში ეკა პაპუაშვილი ამბობს, ენმ-ს რაიონული ორგანზაცია მხარს უჭერს პარტიაში ცვლილებებსა და აქტიურობას. 

“სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ლევან ხაბეიშვილზე რადგან ღრმად ვართ დარწმუნებულები რომ ლევანი არის გარანტი მოძრაობისა და ცვლილებებისა, ამიტომ რაიონული ორგანიზაცია და მთელი აქტივი სრულად უჭერთ მხარს ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ არ ვებრძვით პარტიაში კონკრეტულ სახელს და გვარს, ჩვენ ვებრძვით უძრაობას და ამ უძრაობის დასასრულებლად აუცილიებელი გახდა არჩევნების ჩატარება”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

დატოვეთ კომენტარი