ახალი ამბები

ხაშურში ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა

ხაშურში ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა,მათ შორის 2 ბავშვია.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ოჯახში წყლის გამაცხელებელი იყო ჩართული, რომელიც აბაზანაშია დამონტაჟებული. 

“საღამოს საათებში აბაზანაში იყო ბავშვი შესული, “კალონკა” იყო ჩართული. ამ დროს ოჯახის წევრებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს. სასწრაფო გამოიძახეს”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ისინი ხაშურის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის რევა და ზოგადი სისუსტე. მათი მდგომარებო ამ ეტაპზე სტაბილურია.

დატოვეთ კომენტარი