ბლოგები

რა უნდა ვიცოდეთ სეზონური გრიპის და გაციების შესახებ?

ავტორი: ნანა წულუკიძე, ექიმი

გრიპი ვირუსით გამოწვეული ინფექციაა.

გრიპი ვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც სეზონურობით, სხვადასხვა მიმდინარეობით და გართულებებით ხასიათდება. გაციება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ცემინებას, შემცივნებას, ხველას, თუ გაგრძელდა, მხოლოდ გაციებით ვერ ავხსნით და შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი ვირუსი, ბაქტერია ან სხვა ალერგიის იყოს.

სეზონური გრიპისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაცია და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა.

თავდაცვისთვის მნიშვნელოვანია გრიპის ვაქცინაცია.  ასევე, საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, ერთჯერადი ხელსახოცის და პირბადის გამოყენება. სასურველია მას იყენებდეს დაინფიცირებული პირიც და კონტაქტში მყოფიც. ასევე დისტანციის დაცვა, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში კი, სახლში დარჩენა.

ადამიანი ვირუსს ავრცელებს სიმპტომების გამოვლენამდე 1 და შემდეგი ხუთი ან მეტი დღის განმავლლობაში.

ჩივილების არსებობისას დაინფიცირებული სასურველია დარჩეს ბინაზე, დაატენიანოს ოთახის ჰაერი. თუ არ აქვს თანმხლები დაავადება, მიიღოს სითხეები, ხილი, სიცხის დამწევი მედიკამენტები, ეს ეხება ზრდასრულ, არაქრონიკული დაავადების მქონე პირებს, თუ სიმპტომები 2-3 დღეზე მეტად გახანგრძლივდა, საჭიროა ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

რაც შეეხებათ ბავშვებს, მათ შემთხვევაში ექიმის ჩართვა პირველივე დღეებიდან აუცილებელია. 

დატოვეთ კომენტარი