სტატიები

რა თანხას ხარჯავენ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიები საწვავში ? 

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიები საწვავს კომპანიისგან “სან პეტროლიუმ ჯორჯია” ყიდულობენ. 

საწვავის შესაძენად აღნიშნულ კომპანიასთან, ერთ წლიან ხელშეკრულებას აფორმებენ ყოველწლიურად გორის, ხაშურისა და კასპის მერიები, ხოლო ქარელის მერია ყოველთვეე გამარტივებული შესყიდვის გზით ყიდულობს. 

ქარელის მერია თვეში 3 000 ლიტრ საწვავს მოიხმარ

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერზე მოცემული ინფორმაციის თანახმად თითოეული მუნიციპალიტეტი წელიწადში საწვავის შესაძენად 100 ათას ლარზე ან მეტ თანხას ხარჯავს. 

“მოზაიკამ” დაითვალა ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ საწვავის შესაძენად ერთ წელში დახარჯული თანხა: 

  • გორის მუნიციპალიტეტის მერია – 184 938 ლარი;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია- – 118 386 ლარი;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის მერია – 124 022 ლარი; 
  • კასპის მუნიციპალიტეტის მერია – 111 756 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტის ბალანსზე საერთო ჯამში 39 ავტომობილი ირიცხება.  მათი ნაწილი მუნიციპალიტეტებს შიდა ქართლის გუბერნიამ გადასცა, ნაწილი კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიძინეს.

4 მუნიციპალიტეტი და 39 ავტომობილი – რა თანხაა დახარჯული მერიების მანქანებში

დატოვეთ კომენტარი