სტატიები

რა თანხას დახარჯავენ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები 355 ბენეფიციარის კვებაზე 2023 წელს

შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მომავალი წლის ბიუჯეტში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის კვებისთვის თანხა მხოლოდ გორის მერიას არ აქვს გათვალისწინებული, თუმცა სოციალური პროგრამით სხვადასხვა მიმართულებები დაფინანსებას გეგმავს.

გორის მერიას ამ მიმართულებით თანხა გათვალისწინებული აქვს ერთჯერადი დახმარების სახით სხვადასხვა ბენეფიციარებისთვის, როგორიცაა სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარით, მარტოხელა მშობლის ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით და სხვა.

“ჯერჯერობით, მაგ მიმართულებით თანხები არ გვაქვს გათვალისწინებული”, – გვითხრა გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი ტლაშაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტს, გაჭირვებული მოქალაქეების კვებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტმა 170 000 ლარი გაითვალისწინა. უწყება უფასო სასადილოს მომსახურებას ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 185 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს.

170 000 ლარი უფასო სასადილოსთვის – ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

90 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას. უწყებამ ამისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. 2023 წელს უფასო კვებით ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 90 ბენეფიციარი ისარგებლებს.

მიუსაფარ პირთა კვებაზე 2023 წელს ქარელის მერია 90 000 ლარს დახარჯავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, რომ 2023 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 80 ბენეფიციარს უფასო სასადილოში მრავალფეროვანი მენიუ შესთავაზოს, რისთვისაც 136 680 ლარი აქვს გათვალისწინებული.

კასპის მერია 80 ბენეფიციარისთვის უფასო კვების მომსახურებას შეიძენს 

საერთო ჯამში, ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტები გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებისთვის 400 ათას ლარამდე დახარჯავენ.

დატოვეთ კომენტარი