სტატიები

ხაშურის მერია 263 000 ლარს 11 სოფელში ტრენაჟორების დამონტაჟებისთვის ხარჯავს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის გზით 263 931 ლარის ღირებულების ტრენაჟორები შეიძინა კომპანიისგან შპს “ჯეო პარკი”. 

ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ მერიას მიაწოდა ტრენაჟორები 11 სოფელში განსათავსებლად. ეს სოფლებია:

  • წრომი;
  • ხცისი;
  • ქვემო ოსიაური;
  • ოსიაური;
  • ურთხვა;
  • ტაშისკარი;
  • ვაყა;
  • ტკოცა; 
  • ნაბახტევი; 
  • დიდი ფლევი;
  • ხიდისყური. 

ხაშურის მერიამ აღნიშნულ კომპანიას ორი ხელშეკრულება გაუფრომა, ერთი 155 561  ლარის ღირებულების,  ხოლო მეორე 108 370 ლარის ღირებულებისაა. 

კომპანიას ტრენაჟორების მიწოდების ვადა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღე აქვს. 

ინფორმაციისთვის, ხაშურის მერიას სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სამუშაოები აქვს შეძენილი გამარტივებული გზით. მიმდინარე თვეში უწყებამ 318 222 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ამ თანხაში არ შედის 5000 ლარზე ნაკლები ღირებულების შესყიდვები. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები