ახალი ამბები

“მერი კომპანიებს თავად არ მართავს” – გორის მერია “აი, ფაქტი” – ის ინფორმაციას უარყოფს  

გორის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა  ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კომპანიებისა და მისი წილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანამხმადაც გორის მერი წილებს სამ კომპანიაში ფლობს და თავადვე განკარგავს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. 

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცურუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“გორის მუნიციპალიტეტის მერის საკუთრებაში ნამდვილად არის სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები, რომელიც მას სამართავად აქვს გადაცემული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, 2021 წლის 03 ნოემბერს, სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე, წილები სამართავად გადაცემული აქვს მის მიერ მინდობილ პირს”,– აღნიშნულია მერიის განცხადებაში, რომელსაც რეესტრიდან ამიღებული დოკუმენტების ფოტოები ახლავს თან. 

გორის მერიის ცნობით, კომპანიების მართვის სხვა პირზე გადაცემის შესახებ ინფორმაცია ხინჩეგაშვილმა გასული წლის ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.  

“თავად გორის მერი 3 აქტიურ კომპანიას ფლობს” – “აი, ფაქტი” საკადრო ცვლილებაზე

დატოვეთ კომენტარი