ახალი ამბები

“ხაშურქალაქობა 2022” – ხაშური სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

ხაშური სახალხო დღესასწაულს, ხაშურქალაქობას აღნიშნავს. 

ღონისძიება ქალაქის ცენტრში იმართება, სადაც წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნიმუშების, მხატვართა ფერწერული ნამუშევრების, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის და სოფლის კუთეების გამოფენები.

ხაშურს შიდაქა რთლის გუბერნატორი მიხეი შაყულაშვილი ესტუმრა და  ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა. 

“მინდა მივულოცო ყველა ხაშურელს. ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. ხაშური საკვანძო ქალაქია აღმოსავლეთ და საქართველოს შორის, ერთგვარი გამაერთიანებელია და როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უფრო და ურო განვითარდეს”, – ამბობს შაუილაშვილი

სახალხო დღესასწაულზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი