ახალი ამბები

“თავად გორის მერი 3 აქტიურ კომპანიას ფლობს” – “აი, ფაქტი” საკადრო ცვლილებაზე

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დავით ჭალიძე, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა, სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ჭალიძის სამეწარმეო საქმიანობა დასახელდა.

“ამ დროს კი თავად ქალაქის მერი სამ აქტიურ კომპანიას ფლობს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 33 და 34%-ანი წილები აქვს შპს “ჰოუმში,” შპს “ჩემპიონში” და შპს “ლეგასში.” საჯარო პირი რომ კომპანიას ფლობს, ეს კანონდარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ითვლება, თუ მის წილებს სხვა პირი მართავს. თუმცა, ხინჩეგაშვილი სამივე კომპანიაში წილებს თავად განკარგავს”, – წერს “აი, ფაქტი”.

ორგანიზაცია საკუთარ განცხადებაში, პარალელს ავლებს დავით ჭალიძის გათავისუფლებასა და მის კტირიკულ პოსტებს შორის.

“თავის ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებდა კრიტიკულ პოსტებს არსებული მმართველობის შესახებ. “სუს-ი თავისი საქმით რომ იყოს დაკავებული და არა არჩევნების გაყალბებით, გორში მერების დანიშვნით, არჩევის ნაცვლად, ეს არ მოხდებოდა,” – წერდა ის გორის ბიუჯეტიდან გამქრალ და ტოტალიზატორის ანგარიშზე გადარიცხულ ნახევარ მილიონზე”, – აღნიშნულის “აი ფაქტის” განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.