ახალი ამბები

ბებნისის სკოლის მოსწავლეებს პროფორიენტაციის საკითხებში გადაამზადებენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი (CIU) მოიპოვა, – ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ბებნისის სკოლის მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროექტში მონაწილეობას სრულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუფინანსებს. პროექტი მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, X-XII კლასელების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს, როგორც ფიზიკურ, ასევე, ონლაინ ტრენინგებს”, – განმარტავს ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი