ახალი ამბები

“ბაზარში ორი მოვაჭრე გლეხზე თავდასხმისთვის დაიჭირეს” – რა მოხდა ხაშურში 

ხაშურელი ზურა დავითულიანი სოციალურ ქსელში ხაშურის ბაზარში მომხდარ შემთხვევაზე წერს. 

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ გლეხს, რომელიც ბაზარში ყველს ყიდდა, ორმა პირმა სცემა. მისივე თქმით, პოლიციამ ისინი დააკავა. 

“ხაშურის ბაზარში, დილის საათებში გლეხი ყველს ყიდდა. მიუვარდა ორი ქორ-ვაჭარი, ცემა დაუწყეს იმ გლეხს. მივიდა პოლიცია და დაკავეს ის ორი მოძალადე. აქედან მივმართავ ხაშურის ბაზრის ფლობელებს, გლეხებისთვის გამოყევით დახლები, სადაც თავის ნაშრომს დადებს და გაყიდის, სკამზე ჩამოჯდება ექნება გადახურული დახლი”, – წერს ზურა დავითულიანი.

დავითულიანი ბაზრის დირექციას მიმართავს და სთხოვს, რომ გლეხებისთვის შესაბამისი პირობები შექმნან, რათა მათ ბაზარში შეუფერხებლად ივაჭრონ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი