ბლოგები

რა სამკურნალო თვისებები აქვს გირჩის მურაბას და როგორ მოვამზადოთ?

ავტორი: ხათუნა  ბეროზაშვილი

დიდი ხანია გირჩის მურაბას ვამზადებ. ვფიქრობ, რომ ეს ის პროდუქტია ყველა ოჯახში რომ უნდა იყოს. თავიდან  იმ რაოდენობას ვამზადებდი, ოჯახს რომ გვყოფნიდა და ახლობლებს ვჩუქნიდი. შემდეგ იმდენად გაიზარდა ჩემი მომზადებულ გირჩის მურაბაზე მოთხოვნა, რომ შემოსავლის წყაროდაც ვაქციე.

რა დაავადებებს კურნავს გირჩის მურაბა?

მოქალაქეები ძირითადად სამკურნალო მიზნით ყიდულობენ. ეს პროდუქტი მრავალი დაავადების სამკურნალო  საშუალებაა,  ასევე გამოიყენება რეაბილიტაციისთვისაც.

მურაბა ძალიან კარგია ბრონქების დაავადებისთვის, მშრალი ხველისთვის, ტუბერკულიოზის სამკურნალოდ, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების  სამკურნალოდ. გარდა ამისა, კარგია პირის ღრუს სამკურნალოდ. მურაბის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის სტომატიტის განვითარებას და ამაგრებს ღრძილებს.

გირჩის მურაბა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს – არეგულირებს წნევას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და არეგულირებს ქოლესტერენის დონეს. აქვს სიმსიმვნის საწინააღმდეგო მოქმედებაც.

რა უკუჩვენებები აქვს გირჩის მურაბას?

ზოგიერთ შემთხვევაში გირჩის მურაბის მიღებას,  უკუჩვენებებიც აქვს ხოლმე. თუ ალერგიულია ადამიანი, შესაძლოა ვერ აიტანოს. ასევე არასასურველია თირკმელებით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებსაც მწვავე სტადიები აქვთ. არასასურველია მეძუძური დედებისთვის, ორსული ქალებისთვის და დიაბეტიანებისთვის.

როგორ მივირთვათ?

ჩემი მომხმარებელი ინტერესდება ხოლმე, შეიძლება თუ არა გირჩის ჭამა. რა თქმა უნდა, შეიძლება და აუცილებელიც არის დღეში ორჯერ თითო კოვზი გირჩთან ერთად მიირთვათ.

როგორ ვამზადებ ?

გირჩის მურაბის მომზადება ადვილია, ყველას შეუძლია, თუმცა წესების დაცვა აუცილებელი პირობაა, რათა  სამკურნალო თვისებებიც ჰქონდეს და თან გემრიელიც იყოს.

მე გირჩს  გაზაფხულზე  ვაგროვებ  ეკოლოგიურად სუფთა ადგილიდან. ზომა 1 დან 2 სანტიმეტრამდე არის ხოლმე. დიდხანს ვრეცხავ გამდინარე წყალში,  ორი ღამე მაიც მაქვს წყლის  ქვეშ, რათა მწარე გემო არ გაჰყვეს მურაბას.

შემდეგ  ვაყრი შაქარს და  ვასხამ წყალს,  პროპორციით: 1 კგ. გირჩი, 2 კგ შაქარი და 1 ლიტრი წყალი. ვადუღებ ოთხი, ხან ხუთი საათის განმავლობაში იქამდე, ვიდრე ქარვისფერი და ბლანტი არ გახდება. ამის შემდეგ ვასხამ ხოლმე ქილებში და ვინახავ.

ბევრი ადამიანი მინახავს გირჩის მურაბით გამოჯანმრთელებული. ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ თუნდაც სარეაბილიტაციოდ მიიღონ, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

დატოვეთ კომენტარი