სტატიები

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს – ვინ არის მიხეილ შაყულაშვილი

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს, ამ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ შაყულაშვილი დანიშნა.

შაყულაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან უკვე მიიღო ინფორმაცია რეგიონში დადგემილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.

ვინ არის მიხეილ შაყულაშვილი ?

შაყულაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნდამდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. ის ასევე არის ასოცირებული პროფესორი “ალტე უნივერსიტეტსა” და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად.

2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა.

მიხეილ შაყულაშვილი პროკურატურის ორგანოებში 2001 წლიდან მუშაობდა, მანამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობაც ეკავა.

ინფორმაციისთვის, მიხეილ შაყულაშვილი თბილისის პროკურორად მუშაობის დროს ჩართული იყო 2018 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დათუნა სარალიძის საქმეშიც.

დატოვეთ კომენტარი