სტატიები

ვინ ესწრებოდა ხაშურის საკრებულოს დეპუტატის იუბილეს? – სტუმრები რეგიონიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ხაშურის საკრებულოს დეპუტატის და “ქართული ოცნების” წევრის მაკა დიდებელიძის დაბადების დღეზეა გადაღებული.

ვიდეომ საზოგადოების ყურადღება სტუმრების სიმრავლის გამო მიიქცია – როგორც ვიდეოში ჩანს, დიდებელიძის იუბილეზე თავი პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოიყარეს. ინფორმაციისთვის, დიდებელიძე ხაშურის საკრებულოში ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდიმარეა.

გარდა პარტიის ლიდერებისა (ირაკლი კობახიძე, დიმიტრი სამხარაძე, კადრებში ჩანან გორის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრებიც. მათ შორის, იუბილეზე იმყოფება მიშა გოგინაშვილიც, რომელმაც “ქართული ოცნება” ერთი კვირის წინ დატოვა. 

ვიდეოში მასთან ერთად ჩანან, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

შეხვედრას ესწრება ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძეც. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების შეცვლამდე, მაკა დიდებელიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო. სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია ვიდეო, რომელიც 2011 წელს არის გადაღებული – ვიდეოში ჩანს, როგორ ხვდება ახლა უკვე “ქართული ოცნების” წევრი ხაშურში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.