ახალი ამბები

მიშა გოგინაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, მიხეილ გოგინაშვილმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.  

“ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო. სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში”, – წერს მიშა გოგინაშვილი. 


დატოვეთ კომენტარი