ადამიანები

გორელები უკრაინაში – გიორგი გოგაძე და ლაშა ფარეხელაშვილი ბრძოლის წინა ხაზზე 

გორელები გიორგი გოგაძე და ლაშა ფარეხელაშვილი უკრაინაში იბრძვიან.

ისინი სამხედრო მოქმედების დაწყებიდან ჩაერთვნენ ომში და უკვე თვეზე მეტია სხვა ქართველებთან ერთად უკრაინული სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლების ოპერაციებში მონაწილეობენ. 

გორელი მებრძოლები უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც. მათი თქმით, ის პროცესები, რაც უკრაინაში ვითარდება, საქართველოში აფხაზეთისა და სამაჩობლოს ომების დროს უკვე მოხდა.  

“ერთ თვეზე მეტია აქ ვარ და ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვი ფაშიზმის წინააღმდეგ. რაც გაგრაში მოხდა რუსი ფაშისტების მიერ, რაც მოხდა სოხუმში და 2008 წლის აგვისტოში, რაც ხდებოდა ქართულ სოფლებში, სამაჩაბლოში, თამარაშენში, კეხვში, ყველას გვახსოვს მიწასთან გასწორებული სოფლები. ეს იყო ეთნოწმენდა. იგივე ხდება უკრაინაშიც, უბრალოდ მასშტაბებია განსხვავებული. რა თქმა უნდა მსხვერპლიც უფრო დიდა მშვიდობიან მოქალაქეებში”, -ამბობს გიორგი გოგაძე. 

გორელების თქმით, უკრაინაში რუსეთი ყველა სახმელეთო ბრძოლაში დამარცხდა და ახლა ჯავრს მშვიდობიან მოქალაქეებზე იყრის. 

“ბოლომდე ვიბრძოლებ უკრაინისთვის,  ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ფაშისტურ რუსეთს. არც ქალებს ინდობენ და არც ბავშვებს, აწამებენ, აფეთქებენ. გაოგნებული ვარ ამ სისასტკით”, – ამბობს ლაშა ფარეხელაშვილი. 

უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, რომ რუსეთი სამხედრო დანაშაულებებს სჩადის. მათი ინფორმაციით, დააკაცეს რამდენიმე ადგილობრივი, რომლებიც მტერს ეხმარებოდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.