სტატიები

გორის საკრებულოს თავმჯდომარის შემოსავალი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის დავით რაზმაძის შემოსავალი ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

რაზმაძის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2021 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 30 873 ლარი მიიღო. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გაქირავებით გასულ წელს 103 676 ლარი მიიღო.

დავით რაზმაძის შემოსავლის ზრდა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. 2020 წელს ამ ტერიტორიის გაქირავებით მან 45 727 ლარი მიიღო.

ჯამში, 2020 წელს რაზმაძის შემოსავალი ხელფასის და იჯარით მიღებული თანხის ჩათვლით, 76 447 ლარი იყო, 2021 წელს ეს თანხა 134 549 ლარამდე გაიზარდა.

როგორც ცნობილია, დავით რაზმაძემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე არსებული ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა კრიპტოვალუტის – ბიტკოინის გამოსამუშავებელი ცენტრი. ამ ეტაპზე, რაზმაძეს ეს ტერიტორია სხვა კომპანიისთვის თითქმის 2-ჯერ უფრო ძვირად აქვს მიქირავებული.

დავით რაზმაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან გასულ წელს შვილს 45 600 ლარი აჩუქა.

ცნობისთვის, დავით რაძმაძე უკვე მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრია და აქედან მესამედ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.