ახალი ამბები

გორში, სუპერმარკეტი “გვირილა” გაქურდეს 

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “გვირილა” გატეხეს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, მარკეტიდან სიგარეტები მოიპარეს და საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ. 

“დილით ყვითელი ლენტი დაგხვდა. გატეხესო ასე გვითხრეს. სიგარეტები წაუღიათ და რაღაც პატარა რკინის სეიფივით ყოფილა, ეტყობა ეგონათ ფული იქნებოდა, მაგრამ თანხის წაღება ვერ შეძლეს”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი