ახალი ამბები

გორში მამაკაცს მანქანა დაეჯახა 

გორში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 

ადგილზე საპატრული პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.

დაშავებული მამაკაციი კლინიკაში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 – ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი