ახალი ამბები

ცხრამუხასთან მომხდარი ავარიისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა – სამხედრო ჰოსპიტალი

ხაშურის მუნიციპალიტერის სოფელ ცხრამუხასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცს სამხედო ჰოსპიტაში ოპერაცია ჩაუტარდა – ამის შესახებ “მოზაიკას” სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა. 

30 წელს გადაცილებული მამაკაცი შემოიყვანილია პილიტრამვებით, რაც ნიშნავს რომ მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ჩაუტარადა სხვადასხვა სახის მკურნალობა და საჭირო გახდა ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ახლა პოსტოპერაციულ გნყოფილებაშია მოთავსებული”, – გვითხრა ია თინიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 14 მარტს სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, – მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

დატოვეთ კომენტარი