ახალი ამბები

ხაშურის სასაფლაოს უფროსი სამსახურიდან გაუშვეს

ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” თანამშრომელი, რომელიც სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნუკრი ნოზაძე სასაფლაოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 

მის გათავისუფლებას ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი არ სურთ. 

საკითხზე კომენტარის გაკეთება დირექტორის მოვალეობაა“, – ამბობენ თანამშრომლები. 

საკადრო ცვლილებამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ადგილობრივების განცხადებები – ისინი ჩიოდნენ, რომ სასაფლაოს ტერიტორია მოუვლელი იყო. 

დატოვეთ კომენტარი