სტატიები

რა გამოწვევები აქვთ სოფლად მცხოვრებ ქალებს? – გორში პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს

გორის სოფლებში ქალები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, მათი პრობლემები კი პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ ხვდება – ამ საკითხზე სამჯელოდ “მოზაიკას” ორგანიზებით გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. 

Პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში გამართულ Შეხვედრაზე “მოზაიკამ” მონაწილეებს დოკუმენტი “გორის სოფლებში მცხოვრები ქალების 50% თავს ღარიბად თვლის – ქალების პრობლემები გორის მუნიციპალიტეტში” გაუზიარა. 

ამავე თემაზე: გორის სოფლებში მცხოვრები ქალების 50% თავს ღარიბად თვლის – ქალების პრობლემები გორის მუნიციპალიტეტში

“გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს სოფლები, სადაც არ არის აფთიაქი, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, სასმელი წყალი …  ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება იქ მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხზე. Ჩვენი მიზანია, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ერთობლივი, თანმიმდევრული მუშაობით ვცადოთ იმ პრობლემების წინ წამოწევა და მოგვარება, რომლებიც ქალებს აწუხებთ”, – აღნიშნა გვანცა დოლუაშვილმა, “მოზაიკას” დირექტორმა.

ერთიანი გეგმით და რესურსებით მუშაობის სურვილი შეხვედრის მონაწილეებმაც გამოთქვეს. ისინი ფიქრობენ, რომ ცოდნის და გამოცდილების გაერთიანება სასიკეთო ცვლილებების მიღწევას გაამარტივებს.

 “ერთად თუ ვიმუშავებთ სხვადასხვა ორგანიზაციის ქალები, ეს კარგია, რადგან კომპლექსურად დავინახავთ იმ პრობლემებს, რაც ქალებს აწუხებთ. ხშირად  სოფლად მცხოვრებ ქალებს არავინ უსმენს, მათი ხმა იკარგება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ რატომ და როგორ შეიძლება საკუთარ ინტერესებზე ისაუბრონ“, –  თქვა ლიკა მელთაურმა, EECMD-ის წარმომადგენელმა გორში. 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა იყო, რომელიც ამ დრომდე ქალთა მინიმალური ჩართულობით ხორციელდება. 

ამავე თემაზე: რატომ არ მიდიან ქალები სოფლის კრებებზე? – რა და რატომ უნდა შეიცვალოს

Სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, თითოეული სოფლისთვის წლიურად 10 000-დან 20 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა. Პროგრამის მიზნიდან გამომდინარე, ეს თანხა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს. Სწორედ ამ საკითხების იდენტიფიცირებისთვის უნდა ტარდებოდეს კრებები, სადაც ადგილობრივები ერთობლივად გადაწყვეტენ, რომელი პრობლემის მოგვარება სურთ მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, თუმცა წელსაც სოფლის კრებებს დიდწილად მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ.

სოფლის კრებებში ქალების ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. სოფლის თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როდის ტარდება კრება. ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საშუალებით უნდა უზრუნველყოს მერის წარმომადგენელმა თემში“, – თქვა მარიამმა ისპირიანმა. 

Სოფლის კრებებში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას და ხელისუფლებისთვის წარდგენას გეგმავენ. 

ქალთა პრობლემები სათანადოდ არ დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში და საჭიროა ამის შეცვლა. მე გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ, ჩემი სურვილია აქტიურად ვიმუშაო სოფლად ქალების გაძლიერების და ჩართულობის კუთხით. როგორც წესი, ქალების პასიურობა უიმედობითაა გამოწვეული, რომ მათ არავინ უსმენს და მათ საჭიროებებს არ ითვალისწინებენ. ქალების ჩართულობა, მოსმენა, ინტერესების გათვალისწინება მგონია, რომ სასიკეთოდ შეცვლის არამარტო მათ, არამედ სოფლის ყოველდღიურობას“, – აღნიშნა თაკო თინიკაშვილმა, გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა. 

Შეხვედრის მონაწილეების აზრით, ვითარების შეცვლის ერთ-ერთი გზა სოფლის კრების ჩატარების ისეთი წესის შემუშავებაა, რომელიც უზრუნველყოფს:

  • Შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას;
  • Შეხვედრებში ქალების და კაცების თანაბარი ჩართულობას;
  • Შეხვედრებში ახალგაზრდების ჩართულობას;
  • Შეხვედრების მონაწილეთა საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; 
  • Შეხვედრების შედეგების მაქსიმალური საჯაროობას;

მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

.

დატოვეთ კომენტარი