ახალი ამბები

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოთარ მაყიშვილისთვის სოციალურ დახმარება გროვდება 

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოთარ მაყიშვილისთვის სოციალური დახმარება გროვდება. საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 

2023 წლის 15 დეკემბერს, სოფელ ორმოცში მცხოვრებ ოთარ მაყიშვილს,რომელსაც მხოლოდ ასაკოვანი დედა ჰყავს, სრულად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, ყველა პირადი ნივთის ჩათვლით. გვსურს, სასწრაფოდ დავეხმაროთ ოთარს, რაც თქვენი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნება. ამ ეტაპზე, მედიკამენტების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ჰიგიენური საშუალებების, ტანსაცმლისა და არამალფუჭებადი საკვების შესაგროვებლად, თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, – წერენ საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორები. 

ნივთების ჩაბარება შესაძლებელია გორში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (გურამიშვილის ქუჩა N5. ლომჭაბუკის სკვერი).

დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე, დამატებითი ინიციატივების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:

  • 598 28 82 62 – მიშო (ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენელი)
  • 551 58 72 25 – ოთარ მაყიშვილი
დატოვეთ კომენტარი
ტეგები