ახალი ამბები

ქიწნისის საჯარო სკოლისთვის მიხეილ ქობლიანიძის სახელის მინიჭება სურთ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლისთვის მიხეილ ქობლიანიძის სახელის მინიჭება სურთ. ინიციატივა სკოლის სამეურვეო საბჭოს ეკუთვნის.

საკითხზე იმსჯელეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინიციატივა განათლების სამინისტროშიც განიხილება. 

“საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რუსუდან თვაურის წერილი,რომლის თანახმად, წარმოდგენილია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანების „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სსიპ  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლისათვის მიხეილ ქობლიანიძის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ”, – წერია განკარგულებაში

ქიწნისის მერის წარმომადგენლის თქმით, სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი მისი დამსახურებით აშენდა.

სოფლისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. განსაკუთრებით განათლების მიმართულებით. მისი დამსახურებით აშენდა თავის დროზე ქიწნისის სკოლა და საბავშვო ბაღი. მთელი თავისი სიცოცხლე საკუთარ სოფელს ემსახურა. სამეურვეო საბჭოს სურვილი აქვს მის სახელს ატარებდეს ჩვენი სოფლის სკოლა, – ამბობს მოგელი ქობლიანიძე.

დატოვეთ კომენტარი