ახალი ამბები

“სფეისში” ახალგაზრდებისთვის “მაფიის ღამის” ზამთრის სეზონს იწყებს

გორში, ახალგაზრდული კაფე “სფეისი” “მაფიის ღამის” ზამთრის სეზონს იწყებს. როგორც სივრის დამფუძნებელი ამბობს, თამაშის ორგანიზება ახალგაზრდების ინტერესების საპასუხოდ გადაწყვიტა. 

ამ სივრცეში იდეების უმეტესობა თავად ახალგაზრდებისგან მოდის. აქტივობების 80%-ს გეგმავენ ისინი ტავად გეგმავენ და ახორციელებენ. ამ თამაშის ორგანიზებაც მათი დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. იცით, რომ ეს არის ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობაზე დაფუძნებელი საერთაშორისო თამაში, რომელიც ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია“, – გვითხრა სოსო მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, თამაშები პირველი თებერვლიდან დაიწყება. ფინალი კი 29 თებერვალს გაიმართება.

“მიმდინარეობს ზამთრის სეზონის ჩემპიონატზე რეგისტრაცია. ფინალში გამარჯვებულებისთვის იქნება ფასიანი საჩუქრები”. 

თამაშზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი