ახალი ამბები

გორში ახალგაზრდებისთვის გერმანული ენის უფასო კურსი იწყება

გორში ახალგაზრდებისთვის გერმანული ენის უფასო კურსი იწყება, – ამ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

საგენტოს ცნობით, კურსის გავლა 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

“ეს შესაძლებლობა არის მათთვის, ვინც ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტში, იცის ინგლისური ენა და სურს ისწავლოს გერმანული ენა სასაუბრო დონეზე“, – განმარტავს სააგენტო. 

კურსის გავლის მსურველებს განაცახდის შევსება შეუძლიათ ონლაინ

ენის სასაუბრო კურსს გაუძღვებიან გორის განვითარების სააგენტოსა და შიდა ქართლის ფორუმის გერმანელი მოხალისეები.

გორელი ახალგაზრდებისთვის გერმანული ენის უფასო კურსის შეთავაზება  ევროპის სოლიდარობის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „აღმოაჩინე კავკასია“ და “მოქმედება ჩართულობისთვის” ფარგლებში გახდა შესაძლებელი. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


დატოვეთ კომენტარი