ახალი ამბები

მაღალჩინოსნები შიდა ქართლიდან, რომელთა ქონებას კორუფციის მაღალი რისკის გამო შეამოწმებენ

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, 2024 წელს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და კორუფციის მაღალი რისკიდან გამომდინარე, დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება.

სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები შიდა ქართლიდან:

– ზაალ დუგლაძე – ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი;
– ბადრი ნანეტაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
– გიგა მამესწარაშვილი – ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

TI-ის ცნობით, შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ითავა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.