ახალი ამბები

თეონა ფანქველაშვილი ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ – ქარტიამ გადაწყვეტილება მიიღო

სამოქალაქო აქტივისტ თეონა ფანქველაშვილზე საუბრისას ტვ სეზონის გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვია. ამის შესახებ, გადაწყვეტილება ქარტიამ ოფიციალურად გამოაცხადა.

“ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სტიგმების გაძლიერებას. ასევე, დაირღვა მე-10 პრინციპი – ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს”, – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებაში.

გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მას შემდეგ მიმართა საჩივრით, რაც ტვ სეზონის გადაცემაში ნიკოლოზ მჟავანაძემ გამოიყენა ვიდეო წვეულებიდან, სადაც ჩანს სამოქალაქო აქტივისტი. სწორედ, ამ ვიდეოს გარშემო ისაუბრა მჟავანაძემ გადაცემაში და როგორც ქარტიამაც დაადასტურა, მან გამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინები ფანქველაშვილის წინააღმდეგ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.