ახალი ამბები

ახალგაზრდებისთვის იწყება საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის იწყება ბენჟამენ ფრანკლინის გაცვლითი პროგრამა ამერიკაში, – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს. 

ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური სტიპენდია არის ინტენსიური მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა, რომელიც შექმნილია ახალგაზრდა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების, კავშირების გაძლიერებისა და ღირებულებების გაზიარების მიზნით.

ოთხკვირიანი პროგრამა 16-18 წლის სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ეკონომიკური კეთილდღეობა“, – ვკითხულობთ საელჩოს ვებ.გვერდზე. 

პროგრამა მოიცავს ლექციების სერიას, სემინარებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს და სოციალურ-კულტურულ აქტივობებს. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა. დეტალური ინფორმაციის ნახვა მოთხოვნების და შემდგომი ეტაპების შესახებ შესაძლებელია ბმულზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი, ადგილობრივი დროით. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი