ახალი ამბები

ახალგაზრდებისთვის ბიზნეს ინგლისურის 4-თვიანი უფასო კურსი იწყება

USAID-ის დაფინანსებით, ახალგაზრდებისთვის ბიზნეს ინგლისურის 4-თვიანი უფასო კურსი იწყება.

4-თვიანი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 60 საათიან ინსტუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში, კურსი ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები;
  • ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისები;
  • სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის;
  • ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება.

ინგლისური ენის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში. ენის კურსს გაუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.  

ინგლისური ენის შემსწავლელი ჯგუფები დაკომპლექტება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების წევრ აპლიკანტებს. 

“პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით). წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მოცემული მონაწილის სარეზერვო კანდიდატით ჩანაცვლების საკითხი.”

კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით. სწავლების ეს მეთოდი აერთიანებს სამეწარმეო განათლებას და ბიზნეს ინგლისურს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ბენეფიციარების წინსვლას კარიერულ თუ კერძო ბიზნესის განვითარების გზაზე.

კურსის გავლა შეუძლიათ 15 – 29 წლის ახალგაზრდებს. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 თებერვალი, 23:00 საათი.  

კურსს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International , USAID-ის დაფინანსებით და გაერთიანებული ერების საქართველოს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი