ახალი ამბები

“ხაშურის საავადმყოფოში მამაკაცს გაჩერებული გული ავუმუშავეთ”

“ხაშურის რეფერალურ საავდამყოფოში 62 წლის მამაკაცს გაჩერებული გული ავუმუშავეთ”, – ამის შესახებ “მოზაიკას” კლინიკის ექიმებმა უთხრა. 

მედპერსონალის თქმით, მათ პაციენტი უკვე გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოულოდნელად მამაკაცმა სუნთქვა დაიწყო.

“მოულოდნელად ექიმმა შეამჩნია, რომ მამაკაცი სუნთქავდა. მამაკაცს საყლაპავ მილში გაჭედილი ლუკმა ამოუღეს, რის შემდეგაც, მან სუნთქვა დაიწყო.  პაციენტი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს“, – ამბობენ კლინიკაში.

მომხდარის დროს მორიგე ექიმი ეკა ბრეგვაძე იყო. ფაქტი ‘მოზაიკასთან” მანაც დაადასტურა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი