ახალი ამბები

გაუპატიურება და მუქარა დანით – ხაშურელ კაცს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.