ახალი ამბები

გაუპატიურების სავარაუდო მსხვერპლმა და მოძალადემ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს

ხაშურში 16 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა კაცმა და სავარაუდო მსხვერპლმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ამოიღო მიმოწერები სოციალური ქსელიდან, რომელიც საქმეს ნივთმტკიცების სახით დაემატება. გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდა სავარაუდო მსხვერპლს 16 წლის ბიჭს, რომელიც შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან არის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხაშურელ კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.