ახალი ამბები

ქარელის მერიამ საბავშო ატრაქციონები იმ სოფელში მოაწყო, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში მერიამ საბავშო ატრაქციონები მოაწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯის გაღების საჭიროება არ არსებობდა, რადგან სოფელში ბავშვი არ ცხოვრობენ. 

სოფელში, სადაც ბავშვები საერთოდ არ არიან და ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი მე ვარ, მე კიდევ 49 წლის ვარ, მერიამ საბავშო ატრაქციონები მოგვიწყო“, – გვითხრა თეა კაკიაშვილმა. 

მისივე თქმით, სოფელში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს, ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

რამდენი წელია სოფელს წყალი არ აქვს, დავიღალეთ, ბოთლებით ქარელიდან წყლის ზიდვით ამ ფონზე, ასე გვამასხარავებს ადგილობრივი ხელისუფლება“, – ამბობს კაკიაშვილი.

ამავე თემაზე: ქარელის მერიამ ონკანები იმ სოფელში მოაწყო, სადაც წყალი წლებია არ მოდის

დატოვეთ კომენტარი