ახალი ამბები

მოიტანეთ თქვენი ნამუშევრები და გამოფინეთ ჩვენთან – ხელოვნების სახლი

ხელოვნების სახლში პროექტი “ღია გალერეა” მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ნებისმიერ არტისტს შეუძლია წარადგინოს საკუთარი ნამუშევრები.

ორგანიზატორების თქმით, ნამუშევარი შეიძლება იყოს ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტო, ვიდეოარტი, პერფომანსი და ა.შ. ავტორი სრულიად თავისუფალია საკუთარ არჩევანში.

“რადგან საგამოფენო დარბაზები და გალერეები ხშირად არაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის, მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ, რომ მოხვდნენ ასეთ სივრცეებში, რაც იწვევს სფეროს განვითარების შეფერხებას და ხელოვნების თავისუფლების კლებას. ასევე პრობლემად რჩება არტისტებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაც და იშვიათი გამონაკლისების გარდა არ გვხვდება კოლაბორაციული ნამუშევრები. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი კედლები დავუთმოთ ნებისმიერ არტისტს”, – ამბობს ნიკა სომხიშვილი.

​ხელოვნების სახლში 10 – ზე მეტმა ავტორმა უკვე განათავსა საკუთარი ნამუშევარი. გამოფენა თებერვლის ბოლომდე გაგრძეელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.