ახალი ამბები

ინფიცირების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია – გორის ჯანდაცვის ცენტრი

სეზონური გრიპით და ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. ამის შესახებ, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი აცხადებს. მისი თქმით, გორელებისთვის ხელმისაწვდომია უფასო ვაქცინა, რომელიც სწორედ გრიპის იმ ქვეტიპების წინააღმდეგ გამოიყენება, რომელიც ახლა ცირკულირებს.

“მოგეხსენებათ, არის სეზონი რესპირატორული ვირუსების და არ არის გასაკვირი რომ იყოს მომატებული, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია. წინა წელს უფრო მეტი შემთხვევები გვქონდა. რაც შეეხება, კოვიდს, აქაც იგივე ტენდენციაა, გასული წელთან შედარებით, ახლა შემცირებულია დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს და მიიღოს უფასოდ აცრა. არის ნიდერლანდებიდან შემოტანილი 4-კომპონენტიანი ვაქცინა, სწორედ, ვირუსის იმ ქვეტიპების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, რომელიც ახლა ცირკულირებს”, – აცხადებს გიუნაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია ინფიცირებული ადამიანი  იყოს იზოლირებული; ასევე, პირბადე უნდა გამოიყენოს ყველა დაავადებულმა ადამიანმა და რისკ-ჯგუფებში მყოფებმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.