ახალი ამბები

ხაშურში უსახელო ქუჩისთვის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭება სურთ

ხაშურში, უსახელო ქუჩისთვის 2001 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭება სურთ.

შესაბამისი მოთხოვნით, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა. 

ხაშურის მოსახლეობას კარგად ახსოვს 2001 წლის ივნისში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელი პაატა ესიაშვილი, რომელიც დიდი დანაკლისი იყო ხაშურისთვის, უბნისთვის. მან თავისი სიცოცხლე შეალია დამნაშავეებთან ბროძოლის საქმეს, წლების განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში ებრძოდა დამნაშავეთა სამყაროს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსახლეობას გვსურს უსახელო ქუჩას მიენიჭოს პაატა ესიაშვილის სახელი“, – ვკითხულობთ ადგილობრივების განცხადებაში. 

უსახელო ქუჩა, რომლისთვისაც პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ, ხაშურში ბაზრის მიმდებარედ მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები